01
07

კონსოლიდირებული საზოგადოება განვითარებული საქართველოსთვის!

რა არის პროდემოსი?

02

ააიპ „პროდემოსი“ არის ფონდი, რომელიც ბიზნეს სექტორისა და კერძო შემოწირულობის აკუმულირების გზით მხარს უჭერს არამომგებიან, არაკომერციულ, არაპარტიულ  პროექტებს.


ფონდი „პროდემოსი“ მცირე და საშუალო ბიზნესს (SME) სთავაზობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის  (CSR) მოქნილ, ეფექტურ და მდგრად ინსტრუმენტს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიები შემოწირულობის შემთხვევაში აღწევენ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტიანობის მაღალ ხარისხსა და სურვილის შემთხვევაში თავად ერთვებიან ინიციატივების განხორციელების პროცესში (ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ - ტექნიკური). კერძო სექტორის მსგავსი ინიციატივები დადებითადაა აღქმული საზოგადოების მიერ და ის დასავლური კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია.


ფონდი „პროდემოსი“ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ბიზნეს სექტორის როგორც გამოცდილ, ისე ახლადშექმნილ ორგანიზაციებს, მათ პროექტებსა და ინოვაციურ ინიციატივებს. ფონდი „პროდემოსის“ პრიორიტეტია რესურსების აკუმულირება ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის გზით, მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და საზოგადოების კონსოლიდირება ქვეყნის განვითარებისთვის.

მიზანი

03

ფონდი „პროდემოსის“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება მდგრადობის, სტაბილურობისა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირების გზით. მნიშვნელოვანია, წარმატებული ინიციატივებისა და არსებული საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის ადგილობრივი თანადაფინანსების გზით გაძლიერება.


ფონდი „პროდემოსის“ მიზანია შემოწირულობამ ადვილად მიაღწიოს მხარდასაჭერ სამოქალაქო ინიციატივამდე, ამიტომ პროდემოსი ახდენს ცალკეული შემოწირულობისა და რესურსის აკუმულირებას, უმარტივებს ან სრულად ათავისუფლებს დონორს მხარდასაჭერი პროექტის შერჩევისა და ადმინისტრირების პროცესისგან.

მიმართულებები

დაინტერესებულ ორგანიზაციებს პროდემოსისგან დაფინანსების მიღება 5 ძირითადი მიმართულებით შეუძლიათ:

04
ახალი პროექტის იდეა

ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ახალი იდეა, პროექტის გეგმა, დასაბუთება და ხედვა ფონდის მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ ან მონათესავე თემებთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ პროდემოსს დაფინანსებისთვის. დაფინანსების ფორმა მარტივი და მოქნილია, თუმცა მოითხოვს კონკრეტულ არგუმენტაციას, ხედვასა და ბიუჯეტირებას.

არსებული პროექტის განვითარება

პროდემოსს შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე არსებული პროექტის რომელიმე კომპონენტის განვითარებაში, წარმატებული პროექტის ახალი მიმართულების წამოწყებაში ან გაგრძელებაში დაეხმაროს. ამისთვის დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული პროექტისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე დაასაბუთოს განვითარების გზები და მნიშვნელობა.

ფორს მაჟორის ფონდი

თუ ორგანიზაციას უკვე მიმდინარე და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასჭირდა ფინანსური რესურსი მისი პროექტის წარმატების გასაძლიერებლად (დამატებითი აქტივობის გასახორციელებლად, PR მასალის დასაბეჭდად, საერთაშორისო ექსპერტის მგზავრობის ასანაზღაურებლად და ა.შ.) შესაძლებელია მომართს ფონდს.

რესურსით მხარდაჭერა

პროდემოსს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა არამხოლოდ თანხით, არამედ რესურსითაც შეუძლია. მათ შორის სამუშაო და საკონფერენციო სივრცე, ადამიანური რესურსი და სხვ.

დიალოგი და კვლევა

პროდემოსის ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ჯანსაღი და კვალიფიციური დისკუსიისა და კვლევების ხელშეწყობაა. ფონდისთვის საინტერესოა როგორც არსებული და დამკვიდრებული საერთაშორისო ფორმატების მხარდაჭერა, ასევე სრულიად ახალი და ექსპერიმენტული მოდელების ხელშეწყობა.

პარტნიორები

05

დონაცია

06

ფონდი „პროდემოსის“ შემომწირველი და კონტრიბუტორი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი კერძო პირი ან ორგანიზაცია, რომელიც კანონის დაცვით საქმიანობს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ და იზიარებს ფონდის მიზნებსა და ღირებულებებს.


საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით შემომწირველის სურვილის შემთხვევაში ფონდი „პროდემოსი“ უზრუნველყოფს კონფიდენციალობას.

მეტი ინფორმაცია

მოგვწერეთ

07